სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს ვებ გვერდი უცნობმა პირებმა გატეხეს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქ გვერდზე წერს - "ჩვენი კომპიუტერული სისტემის შემდეგ, კიბერ შეტევაა რუსთავი 2-ის საიტზე. დაკარგული გვაქვს მართვის და ადმინისტრირების შესაძლებლობა და სრულიად ვერ ვაკონტროლებთ საიტს."