რუსთავის სტადიონი ქალაქს დაუბრუნდა

2018-10-26 19:20:28

რუსთავის სტადიონი მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში გადავიდა.

საფეხბურთო აკადემიის გახსნის დროს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ მოლაპარაკებები მესაკუთრესა და ქალაქის მერიას შორის უკვე დასრულდა.

სტადიონი ქალაქს დაუბრუნდა.

"მოლაპარაკებები დასრულებულია. მივედით იქამდე, რომ სტადიონი დაუბრუნდა ქალაქს. როგორც იცით იყო პერიოდები, როცა სტადიონები წაართვეს კლუბებს. დღეს ეს რეალობა შეცვლილია და სწორედ ამის მაგალითია რუსთავი, გულშემატკივრებს დაუბრუნდათ თავიანთი სტადიონი. ფეხბურთის ფედერაცია პირობას შეასრულებს და რუსთავის სტადიონზე მოედნის საფარს შეცვლის" - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა