საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნება

2018-10-24 12:55:02

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე, რომელიც ფორდ ტრანზიტს მართავდა, ავტომანქანის გაჩერებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას არ დაემორჩილა. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მასზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანის ძარაზე 3 მეტრ კუბამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქანი აღმოჩნდა.

მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.