პატრიარქს ოპერაცია ორშაბათს ჩაუტარდება.

2017-02-09 19:38:08

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს,  დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს.“

პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მიმდინარეობს მისი ოპერაციისთვის მომზადება.