მოზარდი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

2018-10-23 17:50:12

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გოგონა, რომელიც აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა ამ ეტაპისთვის ადეკვატური და კონტაქტურია. ინფორმაცია ამის შესახებ ინფო რუსთავს, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, გიორგი ბეგაძე განუცხადა.

როგორც გიორგი ბეგაძე აცხადებს, გოგონა მართვითი სუნთქვის აპარატიდან დღეს მოხსნეს, თუმცა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

აფეთქების შედეგად დაშავებულ 8 წლის გოგოს, პირველი ოპერაცია კლინიკა "რუსთავში" ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის იყვნენ ბავშვები.