ქალაქის შემოსასვლელში ხე-მცენარეები დარგეს

2018-10-23 14:34:33

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, რუსთავის შემოსასვლელში რუსთავსერვის ცენტრის სამსახურის მიერ, არიზონას კიპარისები და ღვიას ნერგები დაირგო.

სამუშაოები ქუთაისის მოედანზე ავტოსაგზაო მარეგულირებელ წრეზე განხორციელდა. მანამდე აღნიშნულ ლოკაციაზე ზეთის ხილის ხე, დეკორატიული ხე-მცენარეები და ფერადი ყვავილები დაირგო.

სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის უფროსი გიორგი გოროზია დაესწრო.