როგორია დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

2018-10-23 11:50:40

მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

გოგონას მუცლის არე აქვს დაზიანებული. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ავტოფარეხების დემონტაჟის დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების დროს 12 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის მცირეწლოვნებიც არიან.