ქალაქის მერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

2018-10-22 19:15:21

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მე-19 მიკრორაიონში #14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, რუსთავის მერიას, არ ჰქონია შეხება ნებართვის გაცემასა ან შეთანხმებასთან, რომელიც  აღნიშნულ ტერიტორიაზე კონსტრუქციის აღებას უკავშირდებოდა.

მე-19 მიკრორაიონში აფეთქების დროს დაზიანებული კორპუსებისთვის  ხარჯებს ქალაქის თვითმართველობა გამოყოფს.

ქალაქის მერმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული განკარგულების შემდგომ მოსახლეობა გადაწყვიტავს, რომ საჭიროა დემონტაჟი და ამისთვის სახსრები არ გააჩნიათ, მათ შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ქალაქის თვითმართველობას.