როგორია დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

2018-10-22 00:52:29

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული 7 წლის მოზარდი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ინფო რუსთავი" რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ბეგაძეს დაუკავშირდა, რომელიც კლინიკაში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

"დაშავებული ბავშვის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ველოდებით რომ დილით მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესი იქნება", - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.