მოჭიდავეები ფულადი პრიზებით წახალისდნენ

2018-10-21 22:03:44

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონებს ფულადი პრიზები გადაეცათ.

ქვემო ქართლს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 11 ჩემპიონი ჰყავს. წარმატებულ მოჭიდავეებს პრიზები გადაეცათ.

გარდა დაჯილდოვებისა ქვემო ქართლის ჭიდაობის ფედერაციის შეხვედრაზე მოისმინეს გასული თვეების ანგარიში, ისაუბრეს მიღწევებზე, პრობლემებზე და დასახეს სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა რუსთავში, ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა, კონკრეტულად კი ჭიდაობის დარბაზებში არსებული პრობლემები.

"ძალიან წარმატებული წელი გვაქვს, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ჩვენი 11 მოჭიდავე. გვყავს ასევე ევროპის ჩემპიონები. მე პირადად კმაყოფილი ვარ შედეგით, თუმცა ეს სტატისტიკა კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ მოჭიდავეებს", - განაცხადა ქვემო ქართლის ჭიდაობის ფედერაციის თავჯდომარემ თამაზ გველუკაშვილმა.