22 ოქტომბერს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2018-10-21 21:08:13

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 814 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, მუხრან თელეთი, თელეთი, კრწანისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.