ექიმი: ოპერაციისთვის კიდევ 2 მოზარდს ვამზადებთ

2018-10-21 17:29:19

კლინიკა "რუსთავში" 7 წლის გოგონას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ წუთებში მოზარდი თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაჰყავთ.

როგორც კლინიკა რუსთავის მორიგე ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში სულ 11 პაციენტი შეიყვანეს, აქედან 6 არასრულწლოვანია.

ექიმის თქმით, 7 წლის გოგონას ადგილზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დროისთვის კი საოპერაციოდ კიდევ 2 მოზარდს ამზადებენ. ექიმის ინფორმაციითვე თბილისში, ბოკერიას კლინიკაში გადაჰყავთ 7 წლის და 12 წლის მოზარდები შემდგომი მკურნალობისთვის. ამ ეტაპზე კლინიკა "რუსთავში" 6 პაციენტი რჩება.
"შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს 11 პაციენტი, აქედან 6 იყო მცირეწლოვანი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა7წლის გოგონა,
პაციენტს მუცლის ღრუში ჰქონდა შემავალი ჭრილობა, შემოყვანისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს პროფილურ კლინიკაში. ხოლო რაც შეეხება 12 წლის მოზარდს მას ჰქონდა კოჭის ღია მოტეხილობა და უცხო სხეული სახსრის არეში. ამჟამად კლინიკაში რჩება 6 პაციენტი. " -განაცხადა კლინიკა რუსთავის მორიგე ექიმმა ლევან ფსუტურმა