ექიმი: დაშავებულს ოპერაცია უტარდება

2018-10-21 15:47:13

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული 7 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აფეთქების შედეგად დაშავებულ გოგოს, კლინიკა "რუსთავში" ოპერაცია უტარდება, რის შემდეგაც მას ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანენ.

კლინიკა რუსთავში იმყოფებიან დაშავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც.

აფეთქება იმ დროს მოხდა როდესაც ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დემონტაჟის დროს ავტოფარეხში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.