პოლიციამ პრეზიდენტობის კანდიდატი დააკავა

2018-10-20 16:51:49

"გირჩის" ლიდერმა და ამავე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე მისულებს კანაფი დაურიგა.

ჯაფარიძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომ მისი ქმედება კანონდარღვევა იყო და სამართალდამცველების რეაგირებას ელოდებოდა.

პოლიცია რამდენიმე წუთში ჯაფარიძესთან მივიდა, ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა, შედეგად, ზურა ჯაფარიძე და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.