დაზიანებულია საარჩევნო ყუთი

2018-10-20 22:21:28

ჭყონდიდელის დასახლებაში, №17 საარჩევნო უბანზე, ბიულეტინებისთვის განკუთვნილი ყუთი დააზიანეს.

თვითმხილველების თქმით, საარჩევნო ყუთი "ევროპული საქართველოს" წევრმა დააზიანა და ამის შედეგად ყუთის მთლიანობა დარღვეულია.

მისივე თქმით, ინფორმაცია რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გადაეცა.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური ამბობს რომ, ეს იყო შემთხვევითობა და არ იყო მიზანმიმართულად გაკეთებული. მისივე თქმით, არსებული ფაქტი არ საჭიროებს მოკვლევის ჩატარების აუცილებლობას, თუ ვინ დააზინა არსებული ყუთი.

საკითხთან დაკავშირებით, კომენტარისთვის ინფო რუსთავი "ევროპულ საქართველოს" დაუკავშირდა.

"არსებობს ინფორმაცია რომ "ევროპული საქართვეოს" წარმომადგენელმა დააზიანა საარჩევნო ყუთი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თავჯდომარის ვალდებულებაა, უზრუნველყოს, მოუაროს და ისეთ ადგილას განათავსოს საარჩევნო ინვენტარი, რომ უბანზე შემსვლელმა ის არ დააზიანოს", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო იმედაშვილმა.