რუსთავში ვაშაძის პლაკატებს КГБ დააწერეს

2018-10-20 14:01:01

რუსთავში, გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს КГБ დააწერეს და წითლად შეღებეს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა როდესაც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, პლაკატებს წითლად ღებავენ.

"უცნობმა პირებმა გვიან ღმით, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისები პულივიზატორებით შეღებეს და წარწერები გაუკეთეს. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებზე წითლად КГБ აწერია. ოპოზიციის წევრების თქმით,  დაზიანებულია ქალაქის მასშტაბით განთავსებული ოთხივე ოფისი"- განაცხადეს ვაშაძის საარჩევნო შტაბში.

შარტავას ქუჩაზე არსებულ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბთან მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.