თელავში, ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა.
ქალი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.