"კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელის მტკიცებით, ბათუმში, დედამ შვილი გაყიდა.
მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალმა, დაახლეობით 2 თვის შვილი ფულის სანაცვლოდ სხვას მიჰყიდა.
ადგილზე მისულებს კი, მცირეწლოვანის დედა სახლში არ დახვდა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პოლიცა გამოიძახა. შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ ბავშვის გაყიდვის ფაქტზე უწყებაში შეტყობინება შესულია. მათივე ინფორმაციით, დაწყებულია წინასაგამოძიებო მოქმედებები.