ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2018-10-19 23:35:54

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, ავარიის შედეგად ერთერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.