19 წლის გოგო ბაბუის გადარჩენას ცდილობდა

2018-10-19 17:35:27

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახაურში ხანძრის შედეგად 19 წლის გოგო და 72 წლის კაცი დაიღუპნენ.

როგორც  "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, სახლში მხოლოდ 72 წლის მოხუცი იმყოფებოდა, რომელიც შშმ პირი იყო, მის დასახმარებლად, სახლში 19 წლის შვილიშვილი შევიდა, რომელმაც მძიმე დაკვამლიანების შედეგად ინტოქსიკაცია მიიღო, რის შემდეგადაც ის გარდაიცვალა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.