"სრული არაპროფესიონალიზმია" [video]

2018-10-19 20:35:21

ხმაური იყო რუსთავის საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს თავმჯდომარის გაღიზიანება რუსთავის მერიის სამუშაო ჯგუფის მუშაობას მოჰყვა. [ვიდეო\video]

ლევან ონიანის განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე არცერთი საკითხი არ იქნება განხილული, თუ მერიის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრები არ იქნებიან ჩართულები.

"არცერთს არ გაგახსენდათ ის რომ სამუშაო ჯგუფში იყოს საკრებულოს წევრი და ახლა ამ ჯგუფის რეკომენდაციას მიდებთ წინ, რომლის წარმომავლობასაც ვგებულობ ახლა. რატომ არ არის ამ სამუშაო ჯგუფში არცერთი საკრებულოს წევრი, ისინი ვინც ხალხმა აირჩია. რანაირი მიდგომაა ეს? სრული არაპროფესიონალიზმია, ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა. მუშა ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიას ქალაქის ქონებისა, ამ ჯგუფში არ არის ჩართული საკრებულოს 25 კაციანი შემადგენლობიდან არცერთი. ჩვენს მიერ შქმნილ სამუშაო ჯგუფებში კი მერიის თანამშრომლები არიან", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა.

დღეავანდელ საკრებულოს სხომაზე მერიის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, აუქციონზე გასატანი ობიექტი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა. საკრებულოს წევრებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს. სრულად ნახეთ ვიდეოში.