"გენი ქართული"-ის საქველმოქმედო აქცია

2018-10-19 13:51:20

საქველმოქმედო აქცია მრავალშვილიანი დედებისთვის.

მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციამ "გენი ქართული" მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა, საქველმოქმედო აქცია აღდგენითი თერაპიის კლინიკა "ბაზის"ტერიტორიაზე ჩატარდა.

"მრავალშვილიან დედათა ორგანიზაცია "გენი ქართული" რომელიც მრავალშვილიანი დედების ინიციატივით დაფუძნდა ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს ასეთი ოჯახების წახალისებითა და მრავალშვილიანობის პოპულარიზაციით. ორგანიზაცია სხვადასხვა სახის პროექტებთან ერთად ახორციელებს სოც.პროექტებსაც კომპანიების და ფონდების ჩართულობით. თვეში ერთხელ სოც.პედიატრიის დაცვის ფონდთან ერთად ანხორციელებს მრავალშვილიანი ოჯახების წამახალისებელ და მხარდამჭერ პროექტს, სადაც მონაწილეობს ათი ოჯახი, მრავალშვილიანი დედები გვყავდა რუსთავიდანაც. აქცია გაიმართა სახელწოდებით "ჯანსაღი კვება ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია".

დედებს ჩაუტარდათ კონსულტაცია პედიატრ-ნუტრიციოლოგ ნინო თოთაძისგან. ეს პროექტი უკვე წელიწადზე მეტია ხორციელდება სადაც მოწვეული არიან ხოლმე ცნობადი სახეები, რoგორც მხარდამჭერები. ადამიანები ვინც იზიარებს გენი ქართულის მისიას და მიზანს, იმას რომ მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა. საქველმოქმედო აქციაში მოწვეული იყვნენ ჯონი ჯანაშია და თიკა ფაცაცია, რომელიც ასევე არის კომპანია პროქტენ ენდ გემბელის სახე და ღონისძიებაზე დედები დაასაჩუქრა ამ კომპანიის ნაწარმით"- განაცხადა "გენი ქართული" -ის პიარ მენეჯერმა ნათია ანთიამ.

ნათია ანთიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და შესაძლოა ანალოგიური ღონისძიება რუსთავშიც ჩატარდეს.