გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
თეთრიწყაროს, წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფელებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 32 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი და 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები გადაგზავნილია შესაბამის რაიონულ სასამართლოებში.