ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს

2018-10-18 18:36:33

თბილისიდან ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს.

გატაცემული 25 წლის მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ბიზნესმენის შვილი გამოსასყიდის მიზნით გაიტაცეს. ისინი გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში გადამალეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ. არსებული ინფორმაციით, ჩატარდა სპეცოპერაცია. დაკავებულები არიან შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, 25 წლის მამაკაცი კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

 ბიზნესმენი, რომლის შვილიც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.