19 ოქტომბერს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2018-10-18 18:06:06

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 338 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში წერაქვი, ჯანხოში, ახკულა და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 19:00 საათამდე 685 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, სარკინეთი, მამულო, ველისპირი და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:30 საათამდე 2198 აბონენტს წალკაში თამარ მეფის, არისტოტელეს, რუსთაველის, თრიალეთის და მიმდებარე სოფლებში, 09:45-დან 18:00 საათამდე 1281 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, ყარაჯალარი, ლემშვენიერა, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.