ქუთაისში მოსწავლეები მოიწამლნენ

2018-10-18 14:45:29

ქუთაისში რამდენიმე ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღო.

არსებული ინფორმაციით #37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის დაუდგენელია თუ რამ გამოიწვია მოზარდების ინტოქსკიცია, ვრცელდება ორი ვერსია, ინტოქსიკაცია გაზის გაჟონვამ ან სასმელმა წყალმა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სამედიცინო დაწესებულებაში 7 მოსწავლეა გადაყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.