რუსთაველმა სპორტსმენმა საქართველო ასახელა.
რუსთაველი მკლავჭიდელი გიორგი მელიქიშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა.
სპორტსმენმა თურქეთში მიმდინარე ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის მძიმე წონაში იასარეზა. ფინალში მელიქიშვილი უკრაინელ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდა და დაამარცხა.
"ინფო რუსთავი" ულოცავს რუსთაველ სპორტსმენს, გიორგი მელიქიშვილს, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის მოპოვებას.