რუსთავში რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი მიენიჭება

2018-10-18 13:01:58

რუსთავში რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი მიენიჭება.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისის სხდომა  გაიმართა.

კომისიამ კოსტავას და მეგობრობის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე, მე-7ა მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მე-19 მკრ/ნ-ის მიმდებარედ არსებული კერძო დასახლებისთვის და ალუბლების ქუჩის მიმდებარედ არსებული უსახელო ქუჩისთვის სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელა.

სხდომას სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილი უძღვებოდა.

ქუჩების სახელდების განხილვა უკვე ბიუროს სხდომაზე მოხდება.