პროექტი აპრილში დასრულდება

2018-10-18 12:07:05

სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე ახალი სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება.

პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. ინფო რუსთავის ინფორმაციით, 300 კვ. მეტრ ფართობის შენობა, 7 ეკიპაჟზე იქნება გათვლილი.

მერიის სხდომათა დარბაზში, შენობის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს გრანიტთან ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტის ღირებულება 411,411.00 ლარია.

სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 16 აპრილს უნდა დასრულდეს.