ქმარს ცოლი 3 წუთი თმებით ეჭირა და სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო).

2017-02-08 15:45:52

ოჯახში კონფლიქტის შემდეგ ცოლმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაღალსართულიანი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტა. სწორედ ამ დროს ქმარმა მოასწრო და ცოლს თმებზე ხელი მოკიდა. სახლის სახურავიდან გადმოკიდებული ცოლი ქმარს დაახლოებით 3 წუთი ეჭირა, ამ დროში სამაშველო ჯგუფი ავიდა და ქალბატონის ამოყვანა დროულად მოახერხა. შემთხვევა ჩინეთში, პროვინცია შენსიში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ცოლის გადარჩენა იმ ფაქტორმაც განაპირობა რომ ის ბინის საკვამურმა შეაკავა, ხოლო გადავარდნისგან კი სწორედ ქმრის დროულმა მოქმედებამ და თმით დაჭერამ იხსნა.