სპორტული მოედანი ყანაში [photo]

2018-10-18 00:10:28

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ კალინინოში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით სპორტული მოედანი შენდება. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებია, იქ სადაც მოსახლეობას ხეხილის ბაღები აქვს გაშენებული და სიმინდი აქვს დათესილი. ახალგაზრდებს კონბინირებულ სპორტულ მოედნამდე მისასვლელად ასობით მეტრის გავლა მოუწევთ.

მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 300-400 მეტრში, მხოლოდ 4 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლია.

სტადიონის მშენებლობა ადგილობრივმა თვიმმართველობამ დააფინანსა. თუ რატომ შენდება არა დასახლებულ ადგილას სტადიონი, უცნობია, ცნობილია ის რომ ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 97 545 ლარი დაიხარჯა.