ოჯახური ძალადობის ფაქტი

2018-10-17 16:30:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარისათვის ბრალდებულს 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება, ბრალდებულის მიერ მეუღლეზე და მის მეგობარზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ასევე, ძალადობის და ცემის ფაქტს, რა დროსაც ქალმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ყოფილი ქმრის მიერ მიყენებული ძალადობრივი ქმედებებით მას ფიზიკური და მორალური ზიანი მიადგა. (5 ეპიზოდი)

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის მხრიდან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დანაშაულის ჩადენა. (სამი ეპიზოდი) ბრალად წარდგენილ ორ ეპიზოდში ლ.გ. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ბრალდებულს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.