რუსთავში ხეები ხმება

2018-10-22 12:45:51

რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე შავი ფიჭვის და მრავალწლოვანი ვერხვის ხეებს მავნებლები ახმობენ.

ინფო რუსთავი დაინტერესდა მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი სამუშაოები რათა ხეების გახმობა არ მოხდეს. კომენტარისთვის "რუსთავსერვის ცენტრს" დავუკავშირდით სადაც განაცხადეს, რომ ხეების გადარჩენის მიზნით, ცენტრის თანამშრომლები მავნებლებისგან დაზიანებულ კერებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.

ადგილობრიები ამბობენ, რომ გამხმარი ხეების რაოდენობამ წელს რუსთავში განსაკუთრებით იმატა.