ღონისძიება 23-ე საჯარო სკოლაში

2018-10-17 14:20:19

რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში  იაკობ გოგებაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნამდე, ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები პედაგოგ ნანა გოგიტაურის ღია გაკვეთილს პირველკლასელებთან  “ანბანის კარის გახსნას“ დაესწრნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, თვითმართველობის წარმომადგენლები, რუსთავის რესურცენტრის უფროსი, სხვადასხვა სკოლების დირექტორები,  თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინა ლომოური და ,,დედა ენის“ ახალი სახელმძღვანელოს ავტორები.