პაციენტს თქვენი დახმარება სჭირდება

2018-10-17 12:44:40

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

"კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს სასწრაფოდ პირველი ჯგუფის, რეზუს უარყოფითი სისხლი ესაჭიროება. მსურველები მობრძანდით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ან მიმართეთ სისხლის გადასხმის ბანკს, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.