მკვლელობა თუ თვითმკვლელობა

2018-10-17 00:02:52

რუსთავის ცენტრალურ პარკში გარდაცვლილი 24 წლის გ.ყ. ოჯახში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში უკვე გადაასვენეს.

ახალგაზრდა რუსთავში ქირით ცხოვრობდა, მუშაობის დაწყებას აპირებდა, მართვის მოწმობის ასაღებად შესაბამის კურსებზე დადიოდა, შემდეგ კი ავტომობილის შეძენას და საკუთარი მანქანით ტაქსაობას გეგმავდა.

გ.-ს მეგობრების და ნათესავების თქმით, ის წყნარი, გაწონასწორებული პიროვნება იყო, ფიქრობდა მომავალზე და ჰქონდა ამბიციები. იყო დაკავებული სპორტით და ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა.

ოჯახის ახლობლები აცხადებენ რომ მათთვის შოკია ის რაც დღეს მოხდა, არ სჯერათ რომ ახალგაზრდა თავს მოიკლავდა, სწორედ ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ რომ შესაძლოა ის ვინმემ მოეკლა.

საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, შეგახსენებთ რომ სუიციდის ფაქტი დღეს დილით, რუსთავის ცენტრალურ პარკში დაფიქსირდა.