მგზავრები რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2018-10-16 19:39:42

თბილისიდან რუსთავისკენ მომავალი მგზავრები უკვე 1 საათია სადგურზე მიკროავტობუსს ელოდებიან.

"თბილისიდან დადიან მარშუტკები? შეგიძლიათ რომ გაარკვიოთ? თბილისის სადგურზე სულ ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს? მე პირადად ნახევარ საათზე მეტია ველოდები მიკროავტობუსს. ხალხის ნაკადი ჯერ კიდევ არ წყდება" - განაცხადა ერთერთმა მგზავრმა "ინფო რუსთავთან".

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ - "გზებზე მოძრაობა გადატვირთულია, რის გამოც მიკროავტობუსები დროულად ვერ ახერხებენ სადგურზე მისვლას. მოძრაობა პიკის საათის გამო შეფერხებულია".