ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-10-16 18:45:15

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2137 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, კუმისი, კრწანისი, მუხრან თელეთი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 19:30 საათამდე 3263 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, კიროვკა, ცოპი, კაპანახჩი, ილმაზლო და მიმდებარე სოფელბში,

11:00-დან 18:00 საათამდე 1576 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, ახალი ზირბითი, ვანათი, კვესეთი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 19:00 საათამდე 3824 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში უკანგორა, ტნუსი, ჯავახი, კიზილქილისა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.