"ხის ფესვები დაზიანებულია" [video]

2018-10-17 09:11:52

რუსთაველის ქუჩაზე 3 სართულიანი ობიექტის მშენებლობას რუსთავის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. [ვიდეო/video]

“ინფო რუსთავს“ ადგილობრივი დაუკავშირდა, რომელიც მშენებლობის პროცესს აკვირდებოდა. მისი თქმით, ტერიტორიაზე არსებული 10-მდე ხე საფრთხეშია და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდება.

ადგილობრივი ასევე დაუკავშირდა ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს. გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და შესაბამისად ყველა ქმედება მესაკუთრის მხრიდან სამართლებრივად დასაშვებია. "ხეების ფესვები დაზიანებულია, ფაქტის აღმნიშვნელი ფოტოსურათები გადაიგზავნება საჯარო რეესტრში, რის შემდგომაც მოხდება დეტალებზე მსჯელობა" - განაცხადეს "ინფო რუსთავთან" საუბარში უწყების წარმომადგენელმა.

როგორც ჩვენთან საუბრისას მიწის ნაკვეთის მფლობელი აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც შშმ ბავშვებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება. მიწის ნაკვეთზე არსებული ხეები არ მოიჭრება, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხის ფესვები არ დაზიანდეს. აღნიშნული საკითხი "ინფო რუსთავმა" რამდენიმე დღის წინ გააშუქა.

აღნიშნული მიწა გაყიდულია 2010 წელს, ხოლო ნებართვა მშენებლობასთან დაკავშირებით 2012 წელს გაიცა.

ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მისი მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე. დეტალები ნახეთ ვიდეოში