ვინ მიიღებს 240 ლარიან პენსიას

2018-10-16 16:01:05

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია მომავალი წლის პირველი იანვრიდან 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

პენსიის გაზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული. საქართველოში მაღალმთიანი სტატუსი 1 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აქვს.

დასახლებებში, რომლებიც არ სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსით, პენსია 200 ლარამდე იზრდება.