რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილება

2018-10-16 00:01:43

რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ.ვ.-ს მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმის მასალების მიხედვით უკანასკნელი ორი წლის მანძილზე 1987 წელს დაბადებული გ.ვ. სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თავის პაპას - 1938 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. , ხოლო 2018 წლის 03 ივლისს, შვილიშვილმა გ.ვ.-მ პაპას გ.ვ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელები მოუჭირა ყელზე, გ.ვ.-ს აღნიშნული ქმედებებით 1938 წელს დაბადებულმა გ.ვ. (პაპამ) განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულ გ.ვ.-ს ბრალეულობას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სასამართლოს განაჩენი მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.