საკალათბურთო სეზონი იწყება

2018-10-15 17:47:54

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება.

ტურნირი წელს მეჩვიდმეტედ გათამაშდება და "რუსთავის" გარდა სუპერლიგაზე 9  წარმომადგენელი იასპარეზებს.

რუსთაველმა კალათბურთელბმა აქტიურად დაიწყეს მზადება თამაშისთვის. წელს რუსთავის გუნდს 3 ამერიკელი ახალწვეული და 2 ქართველი მოთამაშე დაემატება.

"მზადება დავიწყეთ უკვე თვეზე მეტია. სამი უცხოელი გვყავს ჩამოყვანილი, ვარჯიშები ნორმალურად მიმდინარეობს, ტრამვები არ აქვთ ჩვენს კალათბურთელებს. შევეცდებით ვიბრძოლოთ თასისთვის. ეს თამაშები ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იქნება ჩემპიონატისთვის. ვარჯიშებზე არ არის ცუდი განწყობა და გუნდი შეკრულია."-განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას "რუსთავის" მთავარმა მწვრთნელმა რამაზ გოგობერიშვილმა

თამაშები 16-დან 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი "რუსთავს" ექვსჯერ აქვს მოგებული.