მუშები აქციებს აგრძელებენ

2018-10-15 12:17:38

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კომპანია რონქშენის თანამშრომლები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან.

აქციის მონაწილეები ელემენტარულ სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. მუშები აცხადებენ რომ მათ არ აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული, არ აძლევენ კვების საშუალებას, სასმელი წყალი არის დაბინძუურებული, სამუსაო პერიმეტრზე არ არის საპირფარეშო, არ ემსახურებათ ტრანსპორტი.

გარდაბანში კომბინირებული ციკლის „თბოსადგურ 2“-ის მშენებლობას ჩინური კომპანია „ჩაინა თიანჩენ ინჯინიერინგ ქორფორეიშენი“ ახორციელებს.

გაფიცულები პრობლემის მოგვერებამდე მუშაობას არ აპირებენ. ამ დროისთვის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აქციის რამდენიმე წარმომადგენელი აწარმოებს.