რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.
ჩქაროსნულ მაგისტრალზე და ფონიჭალის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
მგზავრებს 20-30 წუთი უწევთ საცობში ყოფნა.
შეზღუდული მოძრაობის მიზეზად მაგისტრალზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სახელდება.