ახალი ობიექტი რუსთავში [photo]

2018-10-15 00:18:06

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე 3 სართულიანი ობიექტი იმ მიწაზე შენდება სადაც 10-მდე ხე არის დარგული.

"ინფო რუსთავს" ადგილობრივი მაცხოვრებელი შეეხმიანა და საკითხი დაინტერესება სთხოვა, - "ქალაქში ისედაც არ არის გამწწვანება, აქ რომ არ აეშენებინათ ეს ობიექტი სხვაგან არ იყო ადგილი? 12 ხე დავითვალე, ალბათ ყველა ხეს მოჭრიან და სამრეცხაოს ან სახინკლეს გააკეთებენ".

"ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტი იმ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა რომელიც აღნიშნულ ადგილზე სამუშაოებს ახორციელბს. "აქ აშენდება 3 სართულიანი კომერციული დანიშნულების ობიექტი. მინდა ხაზგასმით აღნიშნო რომ ხეები არ მოიჭრება. ერთერთი ხე არის ნაყიდი მიწის შუაში, თუმცა შენობას ისე ავაშენებთ რომ არც ის მოიჭრება", - განაცხადეს კომპანიაში.