უგულავა:"ოცნების კოორდინატორები ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ"

2018-10-14 12:22:41

"ქართული ოცნების" აქტივისტები, კოორდინატორები და ზონის უფროსები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ და ევროპულ საქართველოს უერთდებიან.- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ევროპული საქართველოს ლიდერთან გიგი უგულავასთან ერთად, დღეს ერთობლივი ბრიფინგიც ჩაატარეს. როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ევროპულს საქართველოს ოცნების აქტივისტები რუსთავიდანაც შეუერთდნენ.

უგულავას თქმით, აღნიშნული ადამიანებისთვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც ინფო რუსთავს ქართული ოცნების რუსთავის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლევან ონიანმა განუცხადა, პარტიის არცერთ წევრს, კოორდინატორს და აქტივს პარტია არ დაუტოვებია.