17 წლის გოგო მოიტაცეს

2018-10-13 21:43:19

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში არასრულწლოვანი, სკოლის მოსწავლე მოიტაცეს.

არსებული ინფორმაციით თანასოფლელმა მამაკაცმა გოგონას სახლში შეჭრა და მისი გატაცება მოახერხა.

25 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ რომ მან გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა, მასთან ამჟამად კონტაქტი არ აქვთ და არ იციან სად იმყოფება.

შსს-ი აცხადებენ რომ - მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.