ლაშა გურულის ოქროს მედალი

2018-10-13 20:14:26

რუსთაველი მოკრივის კიდევ ერთი წარმატება.

ლაშა გურული ოქროს მედალის მფლობელი გახდა, სპორტსმენმა ბელარუსის ა კლასის საერთაშორისო ტურნერზი 2 ორთაბრძოლა ბელორუსელ, ხოლო 1 უკრაინელ  მოკრივესთან მოიგო და დღეს ფინალურ რაუნდში იტალიელ მოკრივეს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია რომ იტალიელი მოკრივე, რომელსაც ლაშა გურული ფინალშიი შეხვდა რუსთაველმა სპორტსმენმა გასულ წელს დაამარცხა. მორალური უპირატესობიდან გამომდინარე იყო მოლოდინი რომ ლაშა გურული გამარჯვებას შედარებით ადვილად მოახერხებდა და ასეც მოხდა.

რუსთაველმა სპორტსმენმა ზედიზედ 5 ტურნირი მოიგო, ჯამში 17 შეხვედრა და არცერთი დამარცხება.