ობიექტს დემონტაჟი უტარდება [photo]

2018-10-14 00:05:21

რუსთავში, უფუნქციოდ დარჩენილი რკინიგზის სადგურის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.

ობიექტს ახლო მომავალში სავარაუდოდ რკინიგზის სადგურის ფუნქცია აღარ ექნება. "ინფო რუსთავი" იმ მუშებს გაესაუბრა რომლებიც შენობის დემონტაჟს ახორციელებენ. არსებული ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის ყოფილ შენობაში რესტორანი განთავსდება.

შენობა წლებია საქართველოს რკინიგზის საკუთრებაშია და გავრცელებული ინფორმაციით ობიექტი ინდოელმა ინვესტორმა შეიძინა.