ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.